თამაშგარე

11:47 | 21.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა ფიკო მარიო ბალოტელის ემდურის

თანამედროვე ეპოქაში ცოლ-ქმრის დაშორება აბა ვის უკვირს? მით უმეტეს, რომ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი და ბელგიელი მოდელი რაფაელა ფიკო, ოფიციალურად ცოლ-ქმარი არასოდეს ყოფილან და მათი ტრფიალების დასრულებიდანაც ბევრმა წყალმაც ჩაიარა.

შეიძლება წყვილს შორისტრფიალება დასრულდეს, მაგრამ შვილთან ურთიერთობა რომ მინიმუმ ღირსების საქმეა - ეს ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, შავტუხა მარიო ვერ გამოდგა კარგი მამა და იმით გამწარებულმა, რომ როგორც თავად ამბობს შვილით მანიპულირების გამო, მას რაფაელამ გვარიანი თანხა წაართვა - ყოფილი სატრფოცა და შვილიც საერთოდ მიივიწყა.

როგორც რაფაელა ფიკო ამბობს, მარიო ბალოტელი სულ ტყუილად ატარებს კეთილი დასხვათა დამხმარე კაცის იმიჯს და იგი რეალურად ფულთმოყვარე მამაძაღლი კაცია. ბალოტელიმ თურმე ალიმენტების ყოველთვიურად ხდას, ერთად დიდი თანხის გადახდა არჩია და შვილის არსებობაც კი დაივიწყა. რაფაელა ფიკო კიდევ ის ქალი არაა, გულისტკენა გულში დაიტიოს. ბავშვმა რა ქნას ბავშვმა...

0.133408