სხვა

12:26 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ აზუმარიუ ადვილად დაამარცხა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე თეიმურაზ ჯუღელმა დადებითი ბალანსის განაღდებისკენ კიდევ 1 ნაბიჯი გადადგა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა, წლის მესამე სუპერტურნირის მეცხრე საშეჯიბრო დღეს, მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენებურის მეტოქე ჯურიოს მეოთხე ნომერი აზუმარიუ იყო, რომლის ბარიერი გაგამ ადვილად დასძლია და 32 წლის მონღოლი დოჰიოდან იორიკირის ილეთით განდევნა.

ქართველს მიმდინარე ბაშოზე 6 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი დაუბროვდა და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება მართებს.

გაგას ხვალინდელ მეტოქე კუოკოშუჰო იქნება, რომელთანაც ჩვენებურს აქამდე გამართული 21 შეხვედრიდან 11 მარცხი და 10 მოგება აქვს. კუოკოშუჰოს ანგარიშზე კი მიმდინარე ბაშოზე 5 მოგება და 4 მარცხია.

რაც შეეხებათ ლიდერებს, - გაზაფხულის მეორე სუპერტურნირს ტაკაგენჯი ლიდერობს (9:0). ხოლო შემდგომ 6:3-ზე ბალანსით გაგამარუსთან ერთად შემდეგი სუმოისტები არიან: ტოიონოშიმა, უტაკაიამა, კოტოიუკი, ამინიშიკი, კირიბაიამა და ტობიზარუ.

0.112958