სხვა

11:59 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა

ნაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი უბრძოლველად გაინაღდა.

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო უნდა ყოფილიყო, თუმცა 22 წლის იაპონელმა ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა.

ამრიგად, ტოჩის მაისის ბაშოზე 8 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 2 უნდა მოიგოს.

გორგაძის ხვალინდელი მეტოქე მიტაკეუმი იქნება, რომელსაც წლის მესამე სუპერტურნირზე 5 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა, ურთიერთშეხვედრებაში კი მას ჩვენებურთან 10 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ტოჩის დიდი უპირატესობა აქვს - 3 მარცხი 7 მოგების საპირისპიროდ.

აქვე გეტყვით სხვა შეხვედრებზეც: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტოჩინოშინს გალიდერების კარგი შანსი ჰქონდა, ჩვენდა სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მისმა ერთადერთმა თანალიდერმა კაკურიუმ მეტოქის დამარცხება მოახერხა.

იოკოზუნა კაკურიუს მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე მხოლოდ ორი მოგება აქვს. მისი ხვალინდელი მეტოქე კი - აბი იქნება. აბის ბალანსი მიმდინარე ტურნირზე 6 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხია.

7:2-ზე ბალანსი კი 2 მონაწილეს: ენჰოსა და კოტოეკოს აქვს.

6 მოგება და 3 მარცხი კი 7 სუმოისტს: გოეიდოს, შოდაის, დაიშოჰოს, ტაკაიასუს, მიტაკეუმს, აბის და რიუდენს დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111988