კალათბურთი

11:10 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა ევროლიგის ჩემპიონია (+VIDEO)

მოსკოვის ცსკა ევროლის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონია. ვიტორიაში გამართულ ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში რუსულმა გუნდმა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ 91:83 აჯობა და ისტორიაში მერვედ გახდა ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის გამარჯვებული.

დიმიტრიოს იტუდისის გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველივე მეოთხედში მყარი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა, თავის მხირვ სტამბოლელები არ დაკარგულან და დიდ შესვენებამზე სხვაობა მინიმუმამდე, ორ ქულამდე შეამცირეს. მიუხედავად ამისა, ეს „ეფესის“ მაქსიმუმი გამოდგა და მეორე ტაიმში ცსკა ნელ-ნელა, მაგრამ ანგარიშის სხვაობის გაზრდას ახერხებდა.

ფინალური მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ეფესის“ ლიდერი შეინ ლარკინი გამოდგა, რომელმაც საკუთარ გუნდს 29 ქულა შესძინა, თუმცა დანარჩენებმა მხარი სათანადადო ვერ აუბეს.

აი, ცსკა უფრო გუნდური თამაშით გამოირჩა - კორი ჰიგინსმა და უილ კლაიბერნმა 20-20 ქულა დააგროვეს, ხოლო ნანდო დე კოლომ მოსკოველთა აქტივს 15 ქულა შემატა.

ამრიგად, მოსკოვის ცსკა ევროლიგის ჩემპიონი 2016 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მერვედ გახდა.

თეგებიევროლიგა
0.113147