სხვა

12:53 | 19.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოზე სიტუაცია დაიძაბა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე პირველი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. წლის მესამე სუპერტურნირზე ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ენდო იყო, რომელმაც ქართველი სუმოისტი ადვილად დაამარცხა.

იაპონელმა ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა და დოჰიოს ცენტრში შეტაკებისთანავე დასცა ლევანი, რომელმაც მას პირველი მარცხი აწვნია.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდა და ურთიერთშეხვედრებში გორგაძეს 3 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს.

ტოჩის ხვალინდელი მეტოქე ტაკაკეიშო იქნება, რომელიც ტურნირს დროებით ტრავმის გამო იყო გამოთიშული. იაპონელმა დაბრუნების შემდგომ კი დღეს პირველი ბრძოლა აოიამასთან გამართა და დამარცხდა.

მიმდინარე ბაშოზე ტაკაკეიშომ 3 ორთაბრძოლა გამოტოვა და მის ანგარიშზე 3 გამარჯვების წილ 2 მარცხია, თუმცა 3 გამოტოვებული ბრძოლაც წაგებაში ეთვლება.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: - ტოჩინოშინი და ტაკაკეიშო ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს - 6 მარცხი 1 მოგების წილ.

ნაცუ ბაშოს კი ტოჩინოშინთან ერთად კაკურიუ ლიდერობს. მას დიდი შანსი ჰქონდა მერვე საშეჯიბრო დღეს ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო, თუმცა ტამავაშისთან ოჩიდაშით მარცხი იწვნია და 7:1-ზე ბალანსი გაუხდა. ხვალ კი ოკინოუმს დაუპირისპირდება.

ამრიგად ლევანს 7 მოგების საპირისპიროდ 1 მარცხი აქვს და კვლავ ერთ-ერთი ფავირიტია. ჩვენებურს ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე მცირედი აშორებს, ამისთვის კი დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3 უნდა მოიგოს, თუმცა ჩვენ მისგან ბევრად მეტს ველით.

რაც შეეხება სხვა მებრძოლებს: - ტოჩის მსგავსად 7:1 ბალანსზე გავიდა ასანოიამა, რომელმაც რიუდენის დამარცხება მოახერხა, თავის მხრივ კი რიუდენს 6:2 ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინს ერთი წაგებით: აბი, კოტოეკო, ტოიონოშიმა და ენჰო ჩამორჩებიან. ეს ორი უკანასხნელი ხვალ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ტურნირს ორი ყველაზე მძიმეწონოსანი სეკივაკე იჩინოჯო და ბრაზილიელი კაისეი ტრავმის გამო გამოეთიშნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117334