ჭადრაკი

22:42 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წარუმატებელი ბლიცი

ჩინურ ჰენშუიში ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებლად დასრულდა რიგით მეოთხე მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების ეგიდით გამართული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში (ბლიცი).

ქალთა ტურნირში ნანა ძაგნიძემ (2488) 22 ტურში 10.0 ქულა მოაგროვა, მეცხრე-მეთორმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-10 იყო. მხოლოდ 7.5 ქულა მიითვალა ბელა ხოტენაშვილმა (2361) და 16 მონაწილეს შორის ბოლო საფეხურზე გავიდა.

სუსტად ითამაშა საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა ივან ჩეპარინოვმაც (2695), რომელმაც 8.0 ქულა მოაგროვა და ასევე 16 მოჭადრაკეს შორის ბოლოსწინა პოიზიციაზე აღმოჩნდა.

ჰენშუიში ჩატარებული შეჯიბრი მასპინძელთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებში ჩემპიონობა ქსიანგჟი ბუმ (2671) იზეიმა 14.5 ქულით, ქალებში კი – ტინჯიე ლეიმ (2502) 15.0 ქულით. ამ უკანასკნელმა რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2451) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო.

0.166908