სხვა

13:04 | 18.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მეტოქეს ოშიდაშით სძლია (+VIDEO)

ქართველი სუმოისტებისთვის ნაცუ ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა, რადგან ორივე მათგანმა დღე გამარჯვებით დაასრულა.

თეიმურაზ ჯუღელის მეტოქე მიტორიუ იყო, რომლის დამარცხება ჩვენებურმა მოახერხა.

წლის მესამე სუპერტურნირზე გაგამარუს 5 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მხოლოდ 2 სუმოისტს, ტაკაგენჯის და ტოიონიშიმას ჩამორჩება, რომლებსაც ბალანსი 7:0 და 6:1 აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ სწორედ ტაკაგენჯი იქნება გაგას ხვალინდელი მეტოქე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125947