კალათბურთი

15:07 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ “პარტიზანთან” მატჩი შეაფასა

სერბული “მეგა ბემაქსის” 19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ჩემპიონატის გასულ ტურში “პარტიზანთან” მარცხი (81:90) შეაფასა. ჩვენებურმა მორიგი ჩინებული თამაში ჩაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა, საერთო ჯამში, ბელგრადელები უკეთ გამოიყურებოდნენ.

“კარგად ნამდვილად არ გვითამაშია. ფარქვეშიდან არაერთი ბურთი ავაცილეთჱდა საერთოდაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში, ცუდად ვესროდით. ამასთან, დაცვაში ბევრი წუნი გვქონდა, რაც “პარტიზანმა” ჩინებულად გამოიყენა. მათ დამსახურებულ გამარჯვება ვულოცავ”.
შეგახსენებთ, რომ ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:19 წუთში 26 ქულა, 15 მოხსნა (3 შეტევაში) და 4 დაფარება მიითვალა.
გოგამ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 17-დან 13 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 11-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, მასთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა.
“მეგა ბემაქსს” 4 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და სერბეთის ჩემპიონატის B ჯგუფში სწორედ “პარტიზანის” კვალად, მე-2 ადგილი უკავია. გოგას გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 მაისს, სტუმრად, აუტსაიდერ “ნოვი პაზართან” ელის.

0.115185