სხვა

12:52 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოს ტოჩინოშინი უდანაკარგოდ ლიდერობს! (+VIDEO)

ლევან გორგაძე კვლავ დაუმარცხებელია. ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მიჯრით მეექვსე ორთაბრძოლა მოიგო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ქართველი სუმოისტის მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ჩვენებურმა დიდი დაძაბულობის მიუხედავად მაინც დაამარცხა.

25 წლის მონღოლმა მეტოქემ ჩვენებურს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბრძოლის დასაწყისშივე იჩინოჯომ ლევანი დოჰიოს კუთხესთან მიიმწყვდია, თუმცა ტოჩიმ შეტევა მოიგერია და საბოლოოდ თავად გაიმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში ეს ტოჩინოშინისა და იჩინოჯოს 21-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა გოლიათმა 16 მოიგო, 5 კი წააგო. აქვე გეტყვით, რომ ტოჩიმ აღნიშნულ მეტოქეს ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოუგო.

ამრიგად, წლის მესამე სუპერტურნირზე ქართველს ექვსიდან ექვსი (!) გამარჯვება აქვს და ტურნირის მთავარი ფავორიტია.

0.108338