ავტოსპორტი

18:16 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ 2019 წლის მანქანა შესაძლოა მცდარი კონცეპციითაა შემუშავებული

ესპანეთის დიდ პრიზზე განცდილი მარცხის შემდეგ, „ფერარიმ“ აღიარა, რომ შესაძლოა, 2019 წლის მანქანის კონცეპცია არასწორად შეარჩია. იტალიური გუნდი იმედოვნებდა, რომ ძრავის და აეროდინამიკის მოდიფიკაციები, რომლებიც ბარსელონას რბოლისთვის მოამზადა, „მერსედესთან“ ბრძოლის საშუალებას მისცემდა.

მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, სამქმიანები კვლავ მიუწვდომლები იყვნენ, მარანელოელთა პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და შარლ ლეკლერმა კვარცხლბეკზე ასვლაც კი ვერ შეძლეს.

„ფერარის“ გუნდის შეფ მატია ბინოტოს თქმით, გუნდი ასეთი ჩავარდნის მიზეზებს იკვლევს და შესაძლოა, იმის აღაირებამ მოუწიოს, რომ მანქანის შემუშავებისას, არასწორი გზა აირჩია.

სეზონისწინა ტესტებზე გამოჩნდა, რომ „ფერარის“ და „მერსედესს“ წინა ფრთის კონსტრუქციის რადიკალურად განსხვავებული კონცეპცია აქვთ არჩეული. „მერსედესმა“ მაღალი დატვირთვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, „ფერარიმ“ კი აქცენტი გარსშემოდენილობაზე გააკეთა. ტესტებისას ისე ჩანდა, რომ იტალიელთა მიდგომა უფრო ეფექტური იყო.

მაგრამ ბარსელონას რბოლისას აშკარად გამოჩნდა, რომ „ფერარი“ აბსოლუტურად ყველა მოსახვევში აგებდა.

„ყველა მოსახვევში ბევრს ვაგებთ, არამხოლოდ ბოლო სექტორში, ნებისმიერ მოსახვევში ჩვენ უფრო ნელები ვართ. აშკარაა არასაკმარისი მოხვევადობა. არის ეს მხოლოდ ჩაჭიდების გამო, თუ მანქანის არასწორი კონცეპციის შედეგია? ესაა მთავარი საკითხი, რომლის ანალიზიც პირველ რიგში გვჭირდება.

ამ ეტაპზე, დასკვნების გაკეთება არასწორი იქნება. გარკვეული დროა საჭირო, რათა გავერკვეთ, რაშია საქმე. არის ეს ბალანსის, ჩაჭიდების, ან იქნებ, კონცეპციის ბრალია? ჯერ არ ვიცი. პასუხი ჯერ არ გვაქვს და ამ ეტაპზე, ამის განხილვაც არ მინდა“, - განაცხადა ბინოტომ.

როდესაც ტესტებზე „მერსედესს“ პრობლემები შეექმნა, მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ გუნდს მათ მოსაგვარებლად შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირვებოდა. თუმცა პრობლემა არ აღმოჩნდა რეალური და შესაძლოა, გერმანული გუნდი ახალი მანქანის რეალურ შესაძლებლობებს მალავდა კიდეც.

„მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი განმარტავს, რომ მაღალი ჩაჭიდების კონცეპცია, ბალანსის შეცვლის გარეშე, ავტომობილის მომართვის და განვიტარების დიდ არჩევანს იძლევა. ვოლფის აზრით, სახეზეა აეროდინამიკის ორი რადიკალურად განსხვავებული კონცეპცია და შესაძლოა, მანქანების შესალებლობებს სხვაობის მიზეზიც სწორედ ამაშია.

0.138558