სხვა

12:44 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხუთიდან ხუთი! - ტოჩინოშინი ყველას უგებს (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძე საოცარ გამოსვლას აგრძელებს. ტოჩინოშინი წლის მესამე სუპერტურნირზე უდანაკარგოდ ასპარეზობს და მან ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელსაც ჩვენებურმა შანსი არ დაუტოვა და მისი დამარცხება ადვილად მოახერხა. აღნიშნული წყვილი ერთმანეთს მეექვსედ შეხვდნენ და ურთიერთშეხვედრებში თანაბარ ბალანსზე გავიდნენ - 3 მოგება, 3 მარცხის წილ.

მიმდინარე ბაშოზე იაპონელ მეტოქეს 1 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა, რაც შეეხება ტოჩინოშინს, ლევანს ხუთიდან ხუთი (!) გამარჯვება აქვს და ნაცუ ბაშოს ერთ-ერთი ლიდერია!

ამრიგად, ქართველ გოლიათს მინიმუმ ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის, დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან ხუთის მოგება მართებს, თუმცა ქართველი შესანიშნავ ფორმაშია და მისგან გაცილებით მეტს ველით!

აქვე გეტყვით, რომ ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე იჩინოჯო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111709