სხვა

12:16 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოზე გაგამარუმ მეორე მარცხი განიცადა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტის მეტოქე, ჯურიოს მეშვიდე ნომერი სოკოკურაი იყო, რომელმაც ჩვენებურს ეფექტური გდებით აჯობა.

ორთაბრძოლა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეტოქემ გაგამარუს შიტატენაგეს ილეთი შეუსრულა და მიმდინარე ბაშოზე მეორე მარცხი აწვნია.

ამრიგად, ჯუღელს 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად,დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ხუთის მოგება მართებს.

0.113377