ფეხბურთი

9:48 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული“ ვინისიუსით დაინტერესდა

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ გარემარბით, ვინისიუსით დაინტერესდა - გვამცნობს Don Balon. გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მომავალ სეზონში ბრაზილიელს ძირითადის მოთამაშედ არ მოიაზრებს, ვინისიუსს კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდა, თუმცა „რეალიდან“ წასვლაც არ სურს.

კოპა ამერიკის დამთავრების შემდეგ, ის ზიდანთან და კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან დალაპარაკებას აპირებს.

„ლივერპულისთვის“ კი ვინისიუსი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიელით ასევე მოუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ყოფილან დაინტერესებულნი.

მიმდინარე სეზონში 18 წლის ბრაზილიელმა „რეალის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

0.156403