ფეხბურთი

9:04 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტერი ლამპარდის წინააღმდეგ

ინგლისური ჩემპიონშიფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „დერბი ქაუნთიმ“ „ლიდსს“ სტუმრად 4:2 მოუგო (პირველი მატჩი 0:1) და ფინალში გავიდა, სადაც „ასტონ ვილას“ შეხვდება. ბირმინგემელებმა ორი მატჩის ჯამში „ვესტ ბრომვიჩი“ (2:1, 1:1) დაამარცხეს.

მოგეხსენებათ, „დერბის“ მწვრთნელი ფრენკ ლამპარდია, „ასტონ ვილას“ მწვრთნელის ასისტენტი კი „ჩელსიში“ ლამპარდის დიდი ხნის პარტნიორი, ჯონ ტერი.

ფინალი 27 მაისს გაიმართება დერბის „პრაიდ პარკზე.“

0.123374