ფეხბურთი

0:05 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" ჰოლანდიის ჩემპიონია (+VIDEO)

სასწაული არ მოხდა და ამსტერდამის „აიაქსი“ ჰოლანდიის 2019 წლის ჩემპიონია. სასწაული იმიტომ ვახსენეთ, რომ ბოლო ტურის წინ ამსტერდამელები პსვ ეინდჰოვენს 3 ქულით უსწრებდნენ და „ფილიპსელებს“ თეორიული შანსი შერჩენილი ჰქონდათ. თუმცა, ოდენ თეორიული.

მარკო ვან ბომელის გუნდმა თავისი შეხვედრა შინ „ჰერაკლესთან“ მოიგო კიდეც (3:1), მაგრამ პარალელურად „აიაქსმა“ „გრააფსხაპი“ ვარჯიშით დაამარცხა და ჰოლანდიის ჩემპიონობა მოიპოვა. პირველი ტაიმის მიწურულს ლასე შონემ და ნიკოლას ტალიაფიკომ იხეირეს, ხოლო მეორე ნახევარში დუშან ტადიჩმა დუბლი გაიფორმა და 4:1.

„აიაქსმა“ ერედივიზიონის 2018-2019 წლების სეზონი 86 ქულით დაასრულა და ეს სამი ქულით მეტია, ვიდრე მეორეადგილოსანმა პსვ ეინდჰოვენმა მოიპოვა. ამსტერდამული გრანდი 2013-2014 წლების შემდეგ პირველად გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ხოლო ისტორიაში კი ეს 34-ე საჩემპიონო ტიტული გამოდგა.

ცნობისთვის, ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება დუშან ტადიჩმა და ლუკ დე იონგმა (პსვ-ს ფორვარდი) 28-28 გოლით გაინაწილეს.

„გრააფსხაპი“ – „აიაქსი“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 შონე (37), 1:1 ელ ჯებლი (40), 1:2 ტალიაფიკო (44), 1:3 ტადიჩი (68, პენ), 1:4 ტადიჩი (87)

პსვ ეინდჰოვენი - „ჰერაკლესი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 კონინგსი (1), 1:1 დროსტი (32, ა.გ), 2:1 ვიერგევერი (48), 3:1 მალენი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1126