ფეხბურთი

15:35 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილა" პრემიერლიგას უახლოვდება (VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი-ოფი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პირველი ფინალისტი ბირმინგების „ასტონ ვილა“ გახდა, რომელმაც „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველი შეხვედრა „ვილა პარკზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო თამაში „ვესტ ბრომვიჩმა“ კრეიგ დოუსონის გოლით 1:0 მოიგო (აქ არ მოქმედებს სტუმრად გოლის უპირტესობა) და ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამ გადაწყვიტა, სადაც ბირმინგემელებმა 4:3 იმარჯვეს.

შედეგად, „ასტონ ვილა“ ფინალში გავიდა, სადაც „ლიდს იუნაიტედისა“ და „დერბი ქაუნთის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი შეხვედრა მარსელო ბიელსას გუნდმა სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო დღეს საპასუხო მატჩია „ელან როუდზე“ ჩანიშნული.

Loading...
სტატისტიკა
0.243033