ფეხბურთი

18:47 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია "ბაიერნს" დატოვებს

"ბაიერნის" 33 წლის ბრაზილიელი მცველი რაფინია ზაფხულში კლუბს დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ბაიერნში" საოცარი რვა წელი გავატარე. აქ თამაში უდიდესი სიამოვნება იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და ამ ყველაფრის გამო ბედნიერი ვარ. მაგრამ კარიერაში დგება მომენტი ადრე თუ გვიან, როდესაც კლუბის დატოვბა გიწევს"- განაცხადა რაფინიამ.

წყაროს ცნობით რაფინია კარიერას "ფლამენგოში" გააგრძელებს.

რაფინია 2011 წელს "ბაიერნში" შალკედან" გადავიდა. გუნდთან ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა, გერმანიის თასს სამჯერ დაეუფლა. მცველმა 2013 წელს ჩემპიონთა ლიგა უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

რაფინიამ "ბაიერნში" ყველა ტურნირზე ერთად 265 შეხვედრა ჩაატარა და ექვს გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.26404