ფეხბურთი

1:37 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გრიზმანმა "ატლეტიკო" დატოვა (+VIDEO)

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ანტუან გრიზმანის ურთიერთობა დასრულდა. ესპანური გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გრიზმანი სეზონის დასრულების შემდეგ „როხიბლანკოს“ დატოვებს.

გრიზმანმა გულშემატკივრებს ვიდეოს მეშვეობით მიმართა და მადლობა გადაუხადა განვლილი 5 წლისთვის.

„მივიღე წასვლის გადაწყვეტილება სხვა გამოწვევებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ძვირი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვგრძნობ, რომ მჭირდება. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ 5 წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, რომლითაც ჩემი პირველი ტიტულები მოვიგე. ეს იყო საოცარი მომენტები და ყოველთვის მემახსოვრება. მადლობა ყველაფრისთვის. ამ 5 წელიწადში ძალიან კარგად ვიყავი და მოედანზე ყველაფერი დავდე, ვცდილობდი კარგი ბიჭი ვყოფილიყავი და გამეხარებინა ხალხი, რომლებიც „ვანდა მეტროპილიტანოზე“ ან სტუმრად მოდიოდა. დიდი მადლობა და მალე შევხვდებით“, - თქვა გრიზმანმა.

ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოს“ 2014 წლის ზაფხულში სან სებასტიანის „რეალ სოსიედადიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდში ფრანგმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირის ჩათვლით „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 252 მატჩში 133 გოლი გაიტანა.

ტიტულებს რაც შეეხება, თითოჯერ მოიგო ევროპა ლიგა, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები.

ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 28 წლის ფრანგი, მაგრამ უცხოური გამოცემები ირწმუნებიან, რომ ეს გუნდი კატალონიის „ბარსელონა“ იქნება.

სტატისტიკა
0.254961