ფეხბურთი

13:51 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დე როსი "რომას" ტოვებს

დანიელე დე როსი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „რომას“ დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „ჯალოროსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„თითქმის 18 წლის წინ ახალგაზრდა დანიელე დე როსის დებიუტი „ანდერლეხტთან“ შედგა. „პარმასთან“, „ოლმპიკოზე“, ჩვენი მაისურით ბოლო თამაშს ჩაატარებს. ეპოქის დასასრული იქნება“, - წერს იტალიური გუნდის ვებგვერდი.

დანიელე დე როსის „რომას“ აკადემიის აღზრდილია და სხვაგანა არ უთამაშა. 2001 წლიდან დღემდე კი, 614 მატჩში 63 გოლი გაიტანა დედაქალაქური გუნდის მაისურით. ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ერთხელ კი იტალიის სუპერთასი. გარდა ამისა, იტალიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 21 წლამდე ასაკობრივ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონიც გახდა.

35 წლის დე როსი „რომას“ ტოვებს, მაგრამ კარიერას არ ასრულებს. იტალიური მედიის ცნობით, დანიელე ამერიკულ MLS-ში გადაბარგდება.

Loading...
სტატისტიკა
0.229956