ჩოგბურთი

15:20 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პორტუგალიაში წყვილთა ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა პორტუგალიის ქალაქ ობიდოსში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ჩემპიონი გახდა.

შაფათავამა და მისმა პარტნიორმა – ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა შეჯიბრზე ჩატარებული 3 მატჩი ისე მოიგეს, სეტიც კი არ დაუთმიათ.
მე-2 ნომრად განთესილმა ქართულ-ბრიტანულმა წყვილმა საწყის რაუნდში დაისვენა, მეოთხედფინალში რუმინულ-რუსულ დუეტს (გასპარი-შალიმოვა) 6:2, 6:2 სძლია, ნახევარფინალში კი ფინურ-ფრანგულ ტანდემს (კულიკოვა-ვარნიე) აჯობა – 6:3, 6:1.
შაფათავასა და ვებლი-სმითის უპირატესობა აშკარა იყო გადამწყვეტ მატჩშიც, სადაც მათ მე-2 განთესვის მქონე იტალიურ-კოლუმბიურ წყვილს (კოლმენია-ერაზო გონზალეზი) 6:3, 6:0 მოუგეს.
ცნობისთვის, ეს უკანასკნელები მეოთხედფინალში მარიამ ბოლქვაძესა და ხორვატ ანა ვრლიჩს 6:2, 2:1 უგებდნენ, როდესაც ჩვენთვის საინტერესო დუეტმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ერთეულთა მეოთხედფინალში ბოლქვაძისა და შაფათავას მეწყვილე ვებლი-სმითის მატჩში ანგარიში 6:3, 3:5 იყო, როდესაც ჩვენებურმა მატჩი შეწყვიტა. თავის მხრივ, შაფათავა პირველივე წრეში 3:6, 3:6 დამარცხდა ფინელ ოონა ოპრანასთან.
ბოლქვაძე და შაფათავა მიმდინარე კვირაშიც ობიდოსში რჩებიან და ძალებს კიდევ ერთ 25-ათასიან ტურნირში სცდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116363