ფეხბურთი

15:17 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჟანიძემ "ასტანას" გაუტანა (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ელგუჯა ლობჟანიძისა და ლაშა კასრაძის „ტარაზმა“ „ასტანას“ უმასპინძლა დამოულდნელად, 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში ჩვენებურებმა დიდი წვლილი შეიტანეს. კასრაძემ დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ლობჟანიძემ 76-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

26 წლის ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში უკვე 4 გოლი დაუგროვდა. „ტარაზი“ კი 9 ქულით მეცხრე პოზიციზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10419