ფეხბურთი

17:49 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი კოპა ამერიკისთვის მზად იქნება

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ კოპა ამერიკისთვის მზად იქნება. "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა და 4-6 კვირის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

"ყველაფერი კარგად იქნება. ერთ თვეში სათამაშოდ მზად ვიქნები." - განუცხადა სუარესმა El Pais-ს.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისს აიღებს სტარტს და ურუგვაი პირველ შეხვედრას 16 ივნისს ეკვადორის წინააღმდეგ ჩაატარებს. სუარესმა მიმდინარე სეზონში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107664