სხვა

13:40 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოს პირველი დღე ტოჩინოშინმა მოგებით დაასრულა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს პირველი საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუს მსგავსად თავისი ორთაბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემაც.

ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელიც ჩვენებურმა დამაჯერებლად დაამარცხა.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ და ამ მხრივ ქართველ სპორტსმენს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან 9-დან შვიდ შეხვედრაში მოახერხა მეტოქის დამარცხება, თავად კი 2-ჯერ დამარცხდა.

მეორე საშეჯიბრო დღეს ტოჩი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშოს დაუპირისპირდება, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 1 მარცხი.

0.112915