ფეხბურთი

3:40 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დამარცხებული ოთხი ფინალისტი - გრანდების რისხვა

დღეს, ინგლისის პრემიერლიგა დასრულდება და ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ ვიცით. „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ 1 ქულით უსწრებს და „ბრაიტონს“ სტუმრობს, ხოლო „წითლები“ „ენფილდზე“ „ვულვზს“ დაუხვდებიან.

ბუნებრივია, იურგენ კლოპის გუნდს მიმდინარე სეზონიში და მითუფრო „ენფილდზე“ არავინ აშინებს, მაგრამ საინტერესო დეტალია - „ვულვერჰემპტონი“ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად არის გუნდი, რომელმაც ევროთასების ოთხივე ფინალისტი („ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“) ამ სეზონში ერთხელ მაინც დაამარცხა.

დიახ, ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდმა უკვე დაიგდო მეტსახელი - გრანდების რისხვა. „მგლებმა“ აპრილში, „არსენალი“ 3:1 დაამარცხეს, ამავე ანგარიშით ლონდონში აჯობეს „ტოტენჰემს“ დეკემბერში, იქამდე ცოტა ხნით ადრე „ჩელსის“ 2:1 მოუგეს, ხოლო „ლივერპული“ პრემიერლიგის ეგიდით არა, მაგრამ ასოციაციის თასის გათამაშებაში მაინც დაამარცხა იანვარში (2:1).

მთლიანობაში, „ვულვზი“ ხსენებულ ოთხეულს რვაჯერ დაუპირისპირდა, ოთხი თამაში მოიგო (ყველასთან თითოჯერ), ორჯერ ფრეს დასჯერდა და ოდენ ორჯერ დამარცხდა. როგორც უკვე გითხარით, მსგავსი შედეგით თავს მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ იწონებს. მაგრამ, ერთია „სიტისთვის“ ეს შედეგი და მეორეა - „ვულვზისთვის“.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურის ყველა შეხვედრა ერთმანეთის პარალელურად, 18:00 საათიდან დაიწყება.

0.128257