ჩოგბურთი

21:58 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის ფინალშია (+VIDEO)

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში სერბმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმი 7:6, 7:6 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში ნადალი-ციციპასის შორის საუკეთესოს შეხვდება.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჯოკოვიჩმა სამ ტურნირზე მიირო მონაწილეობა და ნახევარფინალამდეც ვერ მივიდა, მადრიდის მასტერსი კი მისთვის წარმატებული გამოდგა. ტიმთან მატჩი ნოვაკს გაუჭირდა, რადგან ორივე სეტში დაბრეიკდა და შემდეგ უკუბრეიკით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ტაი ბრეიკში იღბალი სერბის მხარეს იყო. ტიმმა კი რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის ფინალში 2011 და 2016 წლებში გავიდა და ორივეჯერ იმარჯვა. ასევე, ნოვაკი შეეცდება 33-ე მასტერსის ტურნირი მოიგოს და რეკორდსმენ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117658