ფეხბურთი

21:35 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ერერა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს

ესპანელი ფეხბურთელი ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა კლუბის ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი.

ერერა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014 წელს "ბილბაოდან" 36 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ანდერმა ხუთი სეზონის განმავლობაში 189 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელმა ევროპა ლიგა მოიგო, ხოლო 2016/17 წლების სეზონში კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

0.117236