ფეხბურთი

12:34 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანს ბაქოში შეუშვებენ

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალში, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, მონაწილეობას მიიღებს. მოგეხსენებათ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და აზერბაიჯანში შესვლა სომხებისთვის შეზღუდულია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, მხითარიანის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება:

„აზერბაიჯანში ბევრი სპორტული ღონისძიება გამართულა, რომლებშიც სომეხი სპოსრტსმენები ყოველთვის იღებდნენ მონაწილეობას. სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულია“, - აღნიშნა აბდულაევამ.

აქვე გეტყვით, რომ 2015 წელს „დორტმუნდი“ „გაბალას“ (3:1) ესტუმრა, ხოლო შარშან „არსენალი“ „ყარაბაღს“ (3:0) და არცერთ შემთხვევაში მხითარიანი ბაქოში გუნდთან ერთად არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

0.1128