ფეხბურთი

1:35 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ვეცდები ასევე გავაგრძელო" (+VIDEO)

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „რკინიგზელთა“ რიგებში სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

18 წლის შემტევის განცხადებით, მისი გოლი ყველაზე მეტად სოლომონ კვირკველიას გაუხარდა.

„რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ პირველ რიგში გამარჯვებით და შემდგ გოლით. ვეცდები ასევე გავაგრძელო. პირველი ანტონ მირანჩუკმა მომილოცა, ყველაზე ახლოს იყო დ შემდეგ საბამ, რომელსაც ძალიან გაუხარდა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია თასის ნახევარფინალი „როსტოვთან“, სერიოზულად ვემზადებით, რომ ეს თამაში მოვიგოთ“, - უთხრა კვარაცხელიამ „ლოკომოტივის“ ვებგვერდს.

იური სიომინის გუნდი რუსეთის თასის ნახევარფინალში „როსტოვს“ სტუმრად 15 მაისს დაუპირისპირდება. ამ გუნდთა პირველი მატჩი მოსკოვში ფრედ, 2:2 დასრულდა.

0.124732