ფეხბურთი

1:23 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. როგორც მოსკოვური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კვარაცხელია XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

ხვიჩამ ყაზანის „რუბინის“ დამწუხრება მოახერხა, ხსენებული მიღწევის ავტორიც გახდა და ადგილობრივი ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია 2001 წლის 12 თებერვალს გახლავთ დაბადებული.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ ზამთარში შეუერთდა და იური სიომინი მთავარ გუნდს მეთოდურად აჩვევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111406