ფეხბურთი

23:06 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი "ბენფიკასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელოს. როგორც Sport Bild-ი იუწყება, 35 წლის მოთამაშე პორტუგალიელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

რობენი "ბაიერნს" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. არიენი "ბაიერნში" 2009 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ჰოლანდიელმა გერმანული კლუბის მაისურით 306 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 143 გოლი და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა. რობენი გერმანიის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.

0.114847