ფეხბურთი

20:00 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ "ტოტენჰემიდან" წასვლა დააანონსა

„ტოტენნჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დიდი ალბათობით, ზაფხულში ლონდონურ გუნდს დატოვებს. ამის შესახებ თავად არგენტინელმა ამსტერდამში, „აიაქსთან“ (3:2) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„ტოტენჰემს“ დავტოვებ თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ? ალბათ წაგების შემთხვევაშიც“, - თქვა მაურისიომ

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი თუ „ტოტენჰემი“ მართლაც დატოვა. ერთი რამ ცხადია - მსურველთა სია საკმაოდ ვრცელია.

„იუვენტუსი“, „ბარსელონა“, პსჟ კი მათ შორის ფავორიტებად სახელდებიან. საინტერესოა, რომ პოჩეტინომ არცთუ დიდი ხნის წინ „ბარსელონაში“ მუშაობა გამორიცხა, თუმცა, ვნახოთ...

Loading...
სტატისტიკა
0.293379