ფეხბურთი

10:12 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი: "მეოთხე გოლი ბავშვური შეცდომით გავუშვით"

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის "ლივერპული" "ბარსელონა" 4:0-ის შემდეგ კატალონიელთა ურუგვაელმა შემტევმა ლუის სურარესმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ზედიზედ მეორედ იგივე შეცდომა დაუშვეს.

"ჩვენ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები ვართ. იგივე მეორედ მოხდა. ჩვენ ზედიზედ მეორედ იგივე შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. ეს სიტუაცია კარგად უნდა შევაფასოთ და ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ. "ლივერპულმა" ის გააკეთა, რაც მას სურდა. სწრაფი გოლი გაიტანეს. ისინი მატჩის პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მენტალურად ჩვენზე უეკთესები იყვნენ.
მეოთხე გოლი ბავშვური შეცდომით გავუშვით. ვიცი ჩვენს მიმართ კრიტიკის ქარცეცხლი წამოვა. ამისთვის მზად ვართ, ჩვენ პროფესიონალები ვართ"- განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" 4:3 დაამარცხა და ფინალში "აიაქსსა" და "ტოტენჰემს" შორის უკეთესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120177