ფეხბურთი

3:38 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ამ გამარჯვებას ერთი სახელი აქვს - იურგენი"

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბარსელონასთან“ (3:0) გამარჯვება გერმანელი მწვრთნელის დამსახურებაა.

„ამ ქამ-ბექს ერთადერთი სახელი აქვს: იურგენი. ამას არანაირი საერთო არ აქვს ტაქტიკასთან, ფილოსოფიასთან. უბრალოდ, ეს იყო გულის, სულის დემონსტრაცია, რომელიც შექმნა თავის ფეხბურთელების ჯგუფში. „ლივერპული“ რისკის ქვეშ იყო, რომ ფანტასტიკური სეზონი ზეიმის გარეშე დაესრულებინა, მაგრამ ახლა ერთ ნაბიჯშია ევროპულ ტრიუმფთან.

იურგენმა ეს დაიმსახურა. „ლივერპული“ არასდროს ნებდება, მებრძოლი სული აქვს, ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება. კლოპი არასდროს წუწუნებს იმაზე, რომ ფეხბურთელები აკლია ან სეზონში 50-60 თამაშის გამო. სხვა ჩემპიონატებში სხვები ყოველთვის წუწუნებენ, რომ ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ, რეალურად 30-35 თამაში... დღევანდელი გამარჯვება იურგენის მენტალიტეტის დამსახურებაა“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჟოზე სხვა აზრზე იყო და განაცხადა, რომ კლოპის „ლივერპულში“ 3.5 წელი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. თუმცა, როგორც ჩანს, პორტუგალიელმა მოსაზრება შეიცვალა.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 1-ელ ივნისს, ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211