ფეხბურთი

21:29 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ღმერთი დიადია" - ლაშა დვალის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა. „ფერენცვაროშის“ ქართველმა ფეხბურთელმა უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „უიპეშტთან“ დაპირისპირებისას ხელი მოიტეხა და საოპერაციო გახდა.

23 წლის ჩვენებურის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სავარაუდოდ, მოედანს 2 თვეში დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშასთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა და ივნისში ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

„ღმერთი დიადია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ველოდები დაბრუნებას“, - დაწერა დვალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ლაშა დვალი „ფერენცვაროშში“ მიმდინარე წლის დასაწყიში გადავიდა და გუნდს ჩინებულად მოერგო. 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა და უნგრეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112805