ფეხბურთი

10:51 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცრემლიანი დამშვიდობება (+VIDEO)

ლონდონის „არსენალმა“ 2018-2019 წლების სეზონში ბოლო საშინაო მატჩი გუშინ „ბრაიტონთან“ (1:1) ჩაატარა და ფეხბურთელებს, რომლებიც ზაფხულში გუნდს დატოვებენ, გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

მათ შორის, დენი უელბეკს და პეტრ ჩეხს. მოგეხსენებათ, ლეგენდარული მეკარე კარიერას ასრულებს. გარდა ამისა, ააონ რემზისაც, რომელიც ზაფხულიდან იტალიაში გადაბარგდება და ტურინის „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს.

ყველაზე ემოციურ სწორედ უელსელის გაცილება გამოდგა, რომელმაც ცრემლი ვერ შეიკავა მშობლიურ ქომაგებთან გამომშვიდობებისას. 28 წლის ფეხბურთელი „არსენალში“ 2008 წელს „კარდიფ სიტიდან“ ჩაირიცხა და დღედე 369 მატჩში 64 გოლი და 62 საგოლე პასი მიითვალა. სამჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო ორჯერ ინგლისის სუპერთასი.

აღსანიშნავია, რომ რემზი ტრავმირებულია და „არსენალის“ მაიუსურს ვეღარ მოირგებს. „მეთოფეებს“ კი მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალი ელოდებათ ვალენსიაში (შესაძლო ფინალი ბაქოშიც), ხოლო პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბარნლის“ ესტუმრებიან.

0.114646