ფეხბურთი

23:10 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" სათავეში დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ ერთი ტურის შემდეგ დაკარგული ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. აწ უკვე ყოფილი ლიდერი ბათუმის „დინამო“ გუშინ დამარცხდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ჩინებული შანსი მიეცა, რომ პირველი პოზიცია დაებრუნებინა.

„საბურთალომ“ ეს მისია მძიმედ, მაგრამ მაინც შეასრულა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. თბილისურ დერბიში ჩემპიონმა „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მეტად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ლაშა შინდაგორიძემ გიორგი კოხრეიძის პასით გაიტანა და „საბურთალო“ გაალიდერდა.

თბილისურ გუნდს ახლა 24 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით გადაასწრო.

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შინდაგორიძე (78)

0.165695