ფეხბურთი

20:25 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხარაიშვილის ზედიზედ მეორე გოლი შვედეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში გოლი გაიტანა. "გიოტებორგის" 22 წლის ფეხბურთელმა "სირიუსთან" სტუმრად მოგებულ (4:2) მატჩში ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და ზედიზედ მეორე თამაშში გამოიჩინა თავი. ასევე, ხარაიშვილმა 77-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა და პატრიკ კარლსონმა სტუმრები დააწინაურა (3:2), რაც გარდამტეხი აღმოჩნდა გიორგის გუნდისთვის.

ხარაიშვილს ორი გოლის გარდა მიმდინარე სეზონში სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. "გიოტებორგს" კი ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში 13 ქულა აქვს და ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ხარაიშვილის გუნდი "ნორკიოპინგთან" კვლავ სტუმრად ჩაატარებს.

Loading...
0.126518