ფეხბურთი

22:10 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი: "მინდა ფეხბურთიდან ტიტულით წავიდე"

ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი ფეხბურთიდან ტიტულით წასვლაზე ოცნებობს. ჩეხი მეკარის განცხადებით, „ვალენსიასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ის თავის ოცნებას მიუახლოვდა.

„ეს ჩემი ბოლო საშინაო მატჩი იყო ევროტურნირებზე და შერეული შეგრძენა მაქვს. მინდოდა მომეგო, რომ ახლოს მოვსულიყავი ოცნებასთან, რომელსაც ტიტულით წასვლა ჰქვია. ჩემი თანაგუნდელების დამსახურებით ისევ მაქვს ამის კარგი შანსი.

თამაში კარგად არ დაგვიწყია, მაგრამ თვითრწმენა დავიბრუნეთ, აგრესიულობა, შევქმენით საგოლე მომენტები, გავიტანეთ გოლი და თამაშში დავბრუნდით. ჩვენი თამაში შესანიშნავი იყო.

ვიცით, რომ საპასუხო თამაში კიდევ უფრო რთული იქნება სტუმრად, თუმცა ეს შედეგი უნდა შევინარჩუნოთ“, - თქვა ჩეხმა.

შეგახსენებთ, ლეგენდარული მეკარე მიმდინარე სეზონის შემდეგ აქტიურ საფეხბურთო კარიერას ასრულებს და თუ „არსენალი“ ფინალში გავა მისი ბოლო თამაში ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალის ეგიდით შედგება.

სტატისტიკა
0.479235