ფეხბურთი

12:52 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: „რონალდოს და ზიდანს ვწვრთნიდი, მესი მათზე უკეთესია“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის სათამაშო დონე შეაფასა.

„თუ ოცნებებზე მიდგა საუბარი, ლეო მესის გაწვრთნას ვისურვებდი. მიმუშავია რონალდოსთან, ზიდანთან, რობერტო კარლოსთან, რედონდოსთან...ფანტასტიკური ფეხბურთლები იყვნენ. მესი მათ დონეზე ან უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ლეო სრულყოფილი მოთამაშეა ფეხბურთის ყველა კომპონენტში. მას გააჩნია უნარები, რომელიც სხვას არავის აქვს.“ - უთხრა ლეგენდარულმა სპეციალისტმა Mundo Deportivo-ს.

წუხელ მესიმ კიდევ ერთხელ მოხიბლა საფეხბურთო საზოგადიოება, როცა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულთან“ დუბლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065489