ფეხბურთი

3:17 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "გთხოვთ, მესი რონალდუს აღარ შეადაროთ!"

მარსელის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი სკანდალური გამონათქვამებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდებოდა არასდროს.

ახლაც ასეა - ლიონელ მესის „ლივერპულთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ იტალიელმა თავდამსხმელმა ინსტაგრამზე გულშემატკივარებს სთხოვა, რომ მესი კრიშტიანუ რონალდუს არ შეადარონ.

„ფენომენი, ფეხბურთის გულისთვის გთხოვთ აღარ შეადაროთ „იუვეს“ მე-7 ნომერს“, - დაწერა ბალოტელიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113857