კალათბურთი

23:27 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის MVP-ს ტიტული

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ მატჩში სტუმრად “ესტუდიანტესს” 80:72 სძლია, ქართველმა ცენტრმა კი მალაგელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:05 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტო 16-ს გაუტოლდა და ის “უნიკახელთა” უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
მალაგელებმა 18 მოგება და 12 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 9 მაისს, შინ, “ფუენლაბრადასთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115352