ფეხბურთი

11:50 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ონანა: „შესაძლო ფინალი „ბარსელონასთან“? ჩვენ არავისი გვეშინია“

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ტოტენჰემთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:0), „აიაქსის“ მეკარემ, ანდრე ონანამ, ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.

„ლონდონში გასამარჯვებლად ჩავედით და მიხარია, რომ კარგად ვითამაშეთ. ბევრი ფიქრობს, რომ უკვე ფინალში ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის. წინ საპასუხო შეხვედრაა და დარწმუნებული ვარ, დიდი ბრძოლა გაიმართება. „ტოტენჰემი“ ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად.

შესაძლო ფინალი „ბარსელონასთან“? დიდებული გუნდია და მათთან შეხვედრა გამორჩეული იქნებოდა. მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ ფინალამდე მისვლაა საჭირო, იქ კი, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ დამარცხების შემდეგ, ვისი უნდა შეგვეშინდეს.“ - უთხრა ონანამ Sport.es-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120792