ისტორია

9:07 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968 - ოლივერ ბირჰოფი. გერმანიის ეროვნული ნაკრების, იურდინგერის “ბაიერის”, “ჰამბურგის,” მიონხენგლადბახის “ბორუსიას,” ზალცბურგის “აუსტრიას”, “ასკოლის”, “უდინეზეს”, “მილანის,” “მონაკოს”, “კიევოს” ფორვარდი. გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის პირველობების 443 მატჩში გაიტანა 188 გოლი. 1999 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია A-ს 1997-1998 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (27 გოლი). სულ, იტალიურ უმაღლეს ლიგაში გატანილი აქვს 103 გოლი. 1998 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. ფინალში ჩეხეთთან, გერმანელების ორივე გოლი ბირჰოფმა გაიტანა. მსოფლიოს 2002 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გერმანიის ნაკრების 70 მატჩში, 37 გოლი გაიტანა. ამჟამად გერმანიის ნაკრების მენეჯერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1883 - ნიუ იორკის ბეისბოლისტთა გუნდ “ატლეტიკ კლუბის” დამრიგებელი ბობ ჯეფერსი, სპორტის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

1899 - დაარსდა “აინტრახტი”.

1906 - გერმანიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “მიუნსტერი”.

1940 - მეორე მსოფლიო ომის გამო ოლიმპიური თამაშები ჩაიშალა.

1959 - ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბრაიან ლონდონი მეთერთმეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1960 - ესპანელმა ჩოგბურთელმა პანჩო გონსალესმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე გააკეთა ოფიციალური განცხადება.

1965 - ჰოკეის ეროვნული ლიგის “სტენლის თასისთვის” ბრძოლის ოთხმატჩიან სერიაში “მონრეალ კანადიენსმა” “ჩიკაგო ბლექ ჰოუკსი” დაამარცხა და საპატიო მოიპოვა.

1975 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის “ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშეებმა პარიზიმ და პოტვინმა 14 წამის განმავლობაში ორი შაიბის გატანა შეძლეს.

1977 - ჩენტალ ლანგლერმა ქალთა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:35.15).

1978 - ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “მაასტრიხტი”.

1983 - ინგლისურ ლიგაში მოასპარეზე უელსური “რექსჰემის” გოლკიპერი ედი ნიედვიკი, ერთი სეზონის განმავლობაში მესამედ გააძევეს მოედნიდან.

1988 - ლეგენდარულმა ინგლისელმა გოლკიპერმა, პიტერ შილტონმა 825-ე ოფიციალურ საფეხბურთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იმხანად, შილტონი “დერბი ქაუნთის” ღირსებას იცავდა.

1994 - ავტორბოლაში ტრაგიკულად დაიღუპა ფორმულა-1-ის ბრაზილიელი პილოტი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, აირტონ სენა.

1994 - ლივერპულის სტადიონ “ენფილდ როუდზე” დაიხურა ცნობილი ტრიბუნა “სპაიონ კოპი”. ამ ტრიბუნის სექტორებზე მხოლოდ ფეხზე მდგომი მაყურებლისთვის იყიდებოდა ბილეთი, უეფას დირექტივის მიხედვით კი, ყველა სექტორში პლასტიკური სავარძლები უნდა დამონტაჟებულიყო.

2010 - მიუნხენის “ბაიერნმა” “ბოხუმი” 3:1 დაამარცხა და ბუნდესლიგის ჩემპიონობა გაინაღდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1914 - ვახტანგ კუხიანიძე. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. 1940 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს. გასული საუკუნის 50-იან წლებში, იყო “კლასიკოსთა” საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ვახტანგ კუხიანიძის აღზრდილები არიან არსენ მეკოკიშვილი, სერგო გაბარაევი, ნიკოლოზ მუზაშვილი, ვაღარშაკ მაჩკალიანი,შალვა ჩიხლაძე. ვახტანგ კუხიანიძე სპორტის დამსახურებული ოსტატი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელია. გარდაიცვალა 1985 წელს.

1926 - ჯონი ბერი. 1950-იანი წლების “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. “ოლდ ტრაფორდელთა” შემადგენლობაში ჩაატარა 247 მატჩი, გაიტანა 37 გოლი. ინგლისის სამგზის ჩემპიონი.

1927 - კარლო ყრუაშვილი. ფიფა-ს ქართველი არბიტრი. ჩატარებული აქვს 40-მდე საერთაშორისო შეხვედრა, მათ შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი მატჩები. საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 160 ასპარეზობა. თერთმეტჯერ დაასახელეს საბჭოთა კავშირის 10 საუკეთესო რეფერის შორის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარე. ღირსების ორდენის კავალერი. კარლო ყრუაშვილი 2002 წელს გარდაიცვალა.

1927 - გრეტა ანდერსონი. დანიელი მოცურავე. 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში, 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1927 - ბერნარდ ვუკასი. 1940-50-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების ფორვარდი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. მიწვეული იყო ევროპის ნაკრებში. იუგოსლავიის ჩემპიონატების 615 მატჩში გაიტანა 300 გოლი. ქვეყნის სამგზის ჩემპიონი. გამოდიოდა ავსტრიისა და იტალიის კლუბებშიც.

1927 - ვალტერ ზემანი. 1940-50-იან წლებში ავსტრიის ნაკრების მეკარე. საიმედო თამაშის გამო გულშემატკივრებმა “ვენის ვეფხვი” შეარქვეს. 1951, 1952 და 1953 წლებში დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1950 წელს აღიარეს ავსტრიის საუკეტესო სპორტსმენად. მიიწვიეს ფიფას ნაკრების რიგებში, რომელიც ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ავსტრიის რვაგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1942 - ჩარლი ეტკინი. 1960-70-იან წლებში ბირმინგემის “ასტონ ვილას” მარცხენა მცველი. კლუბის რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (655). 1961 წლის აპრილიდან 1967 წლის მაისამდე “ვილა პარკელთა” შორის შეუცვლელად 252 მატჩი ჩაატარა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ორგზის მფლობელი. 1977 წელს გახდა აშშ-ს ჩემპიონი.

1946 - ვალერი მურატოვი. საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე. თავისუფალ ვარჯიშში მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1950 - დენი მაკგრეინი. 1970-80-იან წლებში გლაზგოს “სელტიკის” მცველი. “გლაზგოელ კათოლიკეთა” რიგებში ჩაატარა 657 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. შოტლანდიის ათგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის შვიდგზის მფლობელი. 1977 წელს დაასახელეს შოტლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. შოტლანდიის ნაკრების რიგებში ჩაატარა 62 მატჩი.

1955 - ანდრაშ ტერეჩიკი. უნგრეთის ნაკრების ფორვარდი. მადიართა ეროვნულ გუნდში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. მსოფლიოს 1978 და 1982 წლების ჩემპიონატების მონაწილე. უნგრეთის ორგზის ჩემპიონი.

1959 - ედი ჯონსონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “ჰიუსტონ როკიტსისა” და “ინდიანა პეისერზის” გამთამაშებელი-ფორვარდი.

1960 - პეტერ მიკელსენი. გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მსაჯი. ემსახურებოდა მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორი ჩემპიონატის მატჩებს. 1991 და 1993 წლებში დაასახელეს პლანეტის საუკეთესო არბიტრად.

1968 - ოლივერ ბირჰოფი. გერმანიის ეროვნული ნაკრების, იურდინგერის “ბაიერის”, “ჰამბურგის,” მიონხენგლადბახის “ბორუსიას,” ზალცბურგის “აუსტრიას”, “ასკოლის”, “უდინეზეს”, “მილანის,” “მონაკოს”, “კიევოს” ფორვარდი. გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის პირველობების 443 მატჩში გაიტანა 188 გოლი. 1999 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. სერია A-ს 1997-1998 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (27 გოლი). სულ, იტალიურ უმაღლეს ლიგაში გატანილი აქვს 103 გოლი. 1998 წელს დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი. ფინალში ჩეხეთთან, გერმანელების ორივე გოლი ბირჰოფმა გაიტანა. მსოფლიოს 2002 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გერმანიის ნაკრების 70 მატჩში, 37 გოლი გაიტანა. ამჟამად გერმანიის ნაკრების მენეჯერია.

1973 - ოლივერ ნოივილი. გერმანიის ნაკრების, “სერვეტის”, “ტენერიფეს”, “ჰანზას”, “ლევერკუზენის”, “მიონხენგლადბახის” ფორვარდი. მსოფლიოს 2002 და 2006 წლების პრიზიორი. გერმანიის ნაკრების 69 მატჩში გაიტანა 10 გოლი. შვეიცარიის ჩემპიონი. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი.

1975 - ალექსეი სმერტინი. რუსეთის ეროვნული ნაკრების, მოსკოვის “ლოკომოტივის,” “ბორდოს,” “პორტსმუთის,” “ჩელსის,” “ჩარლტონ ატლეტიკის,” მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელი. რუსეთისა და ინგლისის ჩემპიონი. საფრანგეთისა და ინგლისის თასების მფლობელი. 1999 წელს დაასახელეს რუსეთის საუკეთესო მოთამაშედ. 2002 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1982 - ტომი რობრედო. ესპანელი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს 9 ტურნირი. შედიოდა პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში. წყვილთა შორის ორჯერ ითამაშა აშშ-ს ღია პირველობის ნახევარფინალში.

Loading...
0.147446