ფეხბურთი

12:51 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს“ იკარდის კინში გაცვლა სურს

„ინტერმა“ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკება გამართა მოიზე კინის ტრანსფერის თაობაზე და ნიჭიერ ყმაწვილში მაურო იკარდის გაცვლა შესთავაზა - გვამცნობს Corriere dello Sport.

მილანელების ხელმძღვანელები ცნობილ აგენტს, მინო რაიოლასაც დაკავშირებიან, რომელიც კინის ინტერესებს იცავს.

19 წლის კინის კონტრაქტს „იუვენტუსთან“ ვადა გაისად გასდის, თუმცა მის გახანგრძლივებაზე მხარეებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს. ამბობდნენ ტურინულ კლუბს კინთან 2024 წლამდე სურს ხელშეკრულების გაგრძელება, ხოლო ხელფასს წელწადში 550 ათასიდან 2 მილიონამდე გაუზრდისო.

0.155552