ფეხბურთი

18:03 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი გაუგებრობა "ელან როუდზე" (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში „ლიდს იუნაიტედი“ და ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დაზავდნენ, რის შედეგადაც, მარსელო ბიელსას გუნდმა პრემიერლიგაში პირდაპირ დაბრუნების შანსი დაკარგა.

თუმცა, „ლიდსიც“ და „ასტონ ვილაც“ პლეი-ოფში ითამაშებენ და იქიდან ეცდებიან ელიტაში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას. მანამდე კი, "ელან როუდზე" დიდი გაუგებრობა იყო.

73-ე წუთზე მასპინძლები მატეუშ კლიხის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ზუსტად ამ შეტევის დროს ბირმინგემელთა ფეხბურთელი ჯონათან კოჯია ტრავმირებული იყო და ისინი ბურთის გადაგდებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი გოლით დასრულდა. ამას მოჰყვა ფეხბურთელთა შორის საქმის გარჩევა, რაც სტუმართა რიგებიდან ანვარ ელ-გაზის გაძევებით დასრულდა.

შემდეგ კი, მარსელო ბიელსას მოთხოვნით, ლიდსელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა არ გაუწიეს და გოლი საკუთარ კარშიც მიიღეს. გარკვეულწილად ამას დიდი გაუგებრობაც მოჰყვა, მაგრამ ყველაფრის ინიციატორი „შეშლილი არგენტინელი“ გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112194