ფეხბურთი

11:50 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" დე ხეა მოუნდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Le10Sport-ი იუწყება, "პარი სენ ჟერმენს" იტალიური კლუბის სახით ონკურენტი გამოუჩნდა და "იუვენტუსი" ზაფხულში დე ხეას გადაბირებას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ტრანსფერში ვოიცეხ შჩესნისაც ჩართავენ. უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "იუვენტუსი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ან რამდენს შესთავაზებს დე ხეას ხელფასის სახით.

დავიდმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 59 გოლი და 10 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ესპანელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

Loading...
სტატისტიკა
0.305738