თამაშგარე

11:15 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ეფანცქვალება ემა ელინგსენს?

ახალგაზრდა ნორვეგიელმა მოდელმა ემა ელინგსენმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის უმთავრეს ქალაქ ლონდონში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ცოტა ხნის წინ სრულიად ბრიტანეთის ბულვარული მედია აალაპარაკა და როგორც თავად ამბობს ეს ყველაფერი სრულიად დაუგეგმავად და ზედმეტი ეპატაჟურობის გარეშე გამოუვიდა.

“ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ემა ელინგსენმა დაწერა, რომ ინგლისში მოთამაშე ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი (რომლის სახელსაც ახალგაზრდა მოდელი ცოცხალი თავით არ ასახელებს) უკანასკნელი სამი თვის მანძილზე გასაქანს არ აძლევდა, მუდამ ეფანცქვალებოდა და სიყვარულს უხსნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე გითხარით, ემა იმ ფეხბურთელის ვინაობას არ ასახელებს, “ყვითელმა მოკალმებმა“ რასაკვირველია საკუთარი ძალებით დაიწყეს მოკვლევა და ამ კვლევა-ძიებისას უამრავი ცნობილი ფეხბურთელის სახელმა გაიჟღერა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მედიამ ძიების ობიექტს ვერაფრით მიაგნო. სწორედ ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება ეჭვები, რომ შესაძლებელია ახალგაზრდა სკანდინავიელი ასული პოპულარობის ამ გზით მოხვეჭას ცდილობს. ვინ იცის...

0.110383