ფეხბურთი

1:45 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის ფინალშია. „რეკორდმაისტერმა“ ბრემენში, „ვერდერი“ დრამატულ ნახევარფინალში დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ნიკო კოვაჩის გუნდი რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერის გოლებით უპრობლემოდ ახერხებდა წარმატების მიღევას, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში მიუნხენელთათვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. ოსაკომ და მილოტ რაშიცამ ორბურთიანი ჩამორჩენა გაანულეს და ყველაფერი დაიწყო.

თუმცა, „ბრემენელ მუსიკოსთა“ სიხარული ნაადრევი გამოდგა. მე-80 წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. დარჩენილ დროში „ვერდერმა“ კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა გათანაბრება და დამარცხდა.

გერმანიის თასის ფინალი 25 მაისს, მიუნხენში, „ბაიერნსა“ და „ლაიფციგს“ შორის გაიმართება.

„ვერდერი“ – „ბაიერნი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (36), 0:2 მიულერი (63), 1:2 ოსაკო (74), 2:2 რაშიცა (75), 2:3 ლევანდოვსკი (80, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109102