კალათბურთი

0:39 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 9 ქულა და მარცხი ცსკა-სთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინაურ კედლებში მოსკოვის ცსკა-სთან 77:84 წააგო და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 1:2 ჩამორჩა.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18:34 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარეს იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (19 ქულა, 15 მოხსნა) შეასრულა, რუსულ გრანდს კი ასევე ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა 28 ქულით.
გუნდები ვიტორიაში კიდევ ერთხელ 26 აპრილს ითამაშებენ და თუკი ისევ ცსკა-მ მოიგო, სწორედ ბასკეთში დაგეგმილი “ოთხთა ფინალის” საგზურს ნაადრევად გაიფორმებს.

0.100711