კალათბურთი

17:30 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხმა მიეცით “ქართველ ესპანელებს”!

ესპანურ ლიგა ენდესაში ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც 2018-19 წლების რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) უნდა გამოავლინოს.

ქომაგებს ხმის მიცემა ტვიტერისა და ინსტაგრამის საშუალებით შეუძლიათ და მათი ხმებისთვის საერთო შედეგის 25% იქნება გამოყოფილი, დანარჩენი მეოთხედები კი მწვრთნელებზე, მოთამაშეებსა და ჟურნალისტებზე გადანაწილდება.
სასიხარულოა, რომ იმ 70 კალათბურთელს შორის, რომელმაც ესპანურმა ლიგამ გამოკითხვისთვის შეარჩია, საქართველოს ეროვნული ნაკრების 4 მოთამაშეა: თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), გიორგი შერმადინი (“უნიკახა”), ბექა ბურჯანაძე (“გიპუზკოა ბასკეტი”) და თად მაკფადენი (“ხუვენტუტი”).
ხმის მიცემის პროცედურა 18 მაისს დასრულდება, აღნიშნული ტიტულის ბოლო მფლობელი კი მადრიდის “რეალის” ექს-ლიდერი, აწ კი ნბა-ში მოთამაშე სლოვენიელი ლუკა დონჩიჩია.
საინტერესოა, რომ გასულ სეზონში ლუკამ თოკო შენგელიას მინიმალური სხვაობით აჯობა და ორივე ეს კალათბურთელი სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, უფრო დეტალურად კი ხმები ასე გადანაწილდა:
დონჩიჩი – 75 (10 – ფანები, 25 – პრესა, 15 – მოთამაშეები, 25 – მწვრთნელები)
შენგელია – 70 (15 – ფანები, 15 – პრესა, 25 – მოთამაშეები, 15 – მწვრთნელები)
შეამჩნევდით, რომ ლუკამ და თოკომ პირველ-მეორე პოზიციები ერთის გარდა, ყველა კატეგორიაში გაინაწილეს, ქომაგებში კი უკონკურენტოდ “რეალის” არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო იყო, რომელსაც ამჯერადაც შთამბეჭდავი სეზონი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11667